ბათუმი ინტელექტუალურ თამაშებში რა? სად? როდის? შავი ზღვის მეხუთე ღია თასს მასპინძლობს. ფესტივალში 12 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე მონაწილეობს და ისინი ერთმანეთს სხვადასხვა ტურში შეეჯიბრებიან.
ინტელექტუალური თამაშის მონაწილეები პრიზებისთვის ხვალაც იბრძოლებენ. მონაწილე გუნდებს შორის ორი გამარჯვებული კი რა? სად? როდის? მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის საგზურს მიიღებს. ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს ინტელექტუალურ თამაშში უკვე მეთვრამეტედ მასპინძლობს. ჩემპიონატი შავი ზღვის მეხუთე ღია თასში საქართველოს ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით ტარდება.