ნაწლავური ინფექციები და კვებითი ინტოქსიკაცია - ყოველდღიურად აჭარაში ათობით შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო ერთ თვეში კი სამედიცინო დაწესებულებებს 725-მა პაციენტმა მიმართა, აქედან უმრავლესობა მცირეწლოვანია.
მედიკოსების რეკომენდაციით დაავადების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა და უსაფრთხო საკვების მიღება. ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს არ მიმართონ თვითმკურნალობას და სიმპტომების: მაღალი ტემპერატურის, ღებინების, ან დიარიის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.