საქართველოს მთავრობის განცხადება სააკაშვილის ესქტრადიციაზე

19 ივლისი 2017, 00:00 2893 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ირწმუნებიან, რომ უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით 2-ჯერ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს, რადგან უკრაინის კონსტიტუციით უკრაინის მოქალაქის, ანუ ამ შემთხვევაში სააკაშვილის ექსტრადირება არ შეიძლება.

საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე ასე კონკრეტულად აქამდე არასდროს უსაუბრია. თეა წულუკიანმა და ირაკლი შოთაძემ განცხადებები მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჯერ თქვა, რომ ამ მოთხოვნით საქართველოს მათთვის არ მიუმართავს. მოგვიანებით კი საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველ არხთან დააზუსტა რომ ინფორმაცია გადაამოწმა და მოთხოვნის შემდეგ, ქვეყანას უარი ეთქვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი