გიორგი მარგველაშვილი: “თქვენი აქ ყოფნა არის ყველაზე საინტერესო ილუსტრაცია მომავალი თანამშრომლობის”

19 ივლისი 2017, 00:00 2569 ნახვა

“ბატონი პეტრო არის ქართველი და უკრაინელი ხალხის თანამოაზრეობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. გუშინ  ჩვენ  ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობას.  დღეს ჩვენ ვიყავით ოკუპაციის ხაზზე, სადაც მან წარმოთქვა სიტყვები, რომელიც იყო ზუსტი ასახვა, რაც იქ ხდება.  მან თქვა,  რომ  ოკუპაციის  ხაზს  მიღმა არის წარსული და დანარჩენი საქართველო - ეს არის მაგალითი, იმის თუ როგორ ვითარდება თავისუფალი ქვეყანა, რომელმაც გააკეთა ევროპული არჩევანი” - განაცხადა  გიორგი  მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს.

“დღევანდელი დღის კარგი დასასრული არის ის, რომ ჩვენ ვიკრიბებით ბათუმში. თქვენი აქ ყოფნა არის ყველაზე საინტერესო ილუსტრაცია მომავალი თანამშრომლობის.  თითქმის ორი კვირაში ერთხელ ჩამოვდივარ ბათუმში და აქ სულ ახალი პროექტები მხვდება. კარგად დააკვირდით იმ პოტენციალს, რომელიც არსებობს აჭარაში, ხელისუფლებას  კარგად ესმის, რომ ძალა, რომელიც ამუშავებს სახელმწიფოს,   ენერგია, რომელიც ქმნის მომავლის პერსპექტივას,  ეს არის ბიზნესი. ბიზნესი ქმნის დასაქმებას, ქმნის გარემოს, რომელიც ავითარებს სახელმწიფოებს. მინდა ხაზი გავუსვა  ჩვენს სრულ მხარდაჭერას თანამშრომლობისკენ. საქართველო და უკრაინა ორივე ნათლად ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა, ორივე არის თავისუფალი ვაჭრობის მქონე ევროპასთან, ორივეს აქვს თავისუფალი უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი