ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისთვის ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და ზაზას ფაჩულიას შორის, სადაც ენბიეის ქართველმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის უმნიშვნელოვანესია.