ქობულეთში, სოფლების ლეღვა - ჯიხანჯურის საზღვარზე გზის ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო საყრდენი კედელი და სანიაღვრე არხები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 987 ათასი ლარი დაიხარჯა. წელს ქობულეთში, სხვადასხვა სოფელში, სულ 36 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის და 21 კილომეტრი ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 13 მილიონ 335 ათას 901 ლარი დაიხარჯება.