მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი გადაიდო

10 ივლისი 2017, 00:00 3557 ნახვა

 11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში  ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას დღეს ჩანიშნული პროცესი 15 ივლისისთვის გადაიდო. მიზეზი ღოღობერიძის გამოუცხადებლობა გახდა.  ადვოკატის თქმით, ღოღობერიძემ სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომ იგი საქმის არსებით განხილვას ვერ დაესწრებოდა. 

პაატა შავაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა გახდა განცხადების მიზეზი. ვარაუდობს, რომ იგი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.  უფლებადამცველი თქმით მერაბ ღოღობერიძეს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი