სამშენებლო პროცესს ''დროებით შეწირული'' საფეხმავლო ბილიკები და გზის ნაწილი

10 ივლისი 2017, 00:00 6246 ნახვა

ქალაქის სხვადასხვა უბანში ხშირად შეხვდებით სამშენებლო ღობეს, რომელიც საფეხმავლო ბილიკს იკავებს. არის შემთხვევები,  როცა ჯებირი  საავტომობილო გზაზეა განთავსებული და მოძრაობას ნაწილობრივ ზღუდავს. 

ბათუმი. ზურაბ გორგილაძის ქუჩა.

ვინ კანონიერად და ვინ უკანონოდ ახორციელებს სამუშაოებს, ეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დასადგენია. მოსახლეობას სხვა პრობლემა აწუხებს. მათი თქმით, არის შემთხვევები, როცა გადაადგილებისას ჩახერგილი ტროტუარის გამო საავტომობილო გზაზე  გადასვლა უწევთ. ფიქრობენ, რომ ეს  საფრთხის შემცვლელია. 
მოძრაობისას სიფრთხილე, საგზაო ნიშნებზე და გამაფრთხილებელ ბანერებზე დაკვირვება მძღოლებსაც მართებთ, რადგან ორ ზოლიან გზაზე,  მშენებლობის გამო შესაძლოა ერთი ზოლი, დროებით კონსტრუქციას ეჭიროს.

სამშენებლო ღობის განთავსებაზე ნებართვას  ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური, პროექტის დამტკიცებისას გასცემს.   ესკიზური ნახაზი დგება და კონკრეტული ვადებიც იწერება. მოგვიანებით პროცესს  მონიტორინგს ზედამხედველები უწევენ. 
"საზოგადოებრვი ადგილების თვითნებურად შეზღუდვა"  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 152  პრიმა ორი მუხლით ისჯება.  საჯარიმო თანხა შპს შემთხვევაში 1000, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარს შეადგენს. მერიაში აცხადებენ, რომ წელს დარღვევებისთვის რამდენიმე პირი უკვე დააჯარიმეს.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმომადგენელი თენგო ბოლქვაძე ამბობს, რომ არის შემთხვევები,  როცა ქალაქში მსგავს ჯებირებს მოქალაქეები  ნებართვის გარეშე აკეთებენ. მოსაკრებლისგან თავის არიდების მიზნით, პროექტში აღნიშნულ დეტალს არ მიუთითებენ.  ზედამხედველები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და საზოგადოებრვი ადგილების თვითნებურად შეზღუდვისთვის არაერთი კომპანია და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი