სპეციალისტი, პროფესიონალი, პარტიული, უპარტიო, ან პარტიისადმი სიმპათიით განწყობილი – რამდენი მოქალაქე დასაქმდა აჭარის მუნიციპალიტეტების გაგმგეობებში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე? აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული ზრდა არჩევნებიდან 2 თვეში დაიწყო.
ჯენი კვანტალიანი არკვევდა, რამდენ თანამშრომელს, რამდენს უხდიან ბიუჯეტიდან ყოველთვიურად და რამდენად ცვალებადია სახელფასო ფონდი წლების მიხედვით? საჯარო ინფორმაცია ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, თუმცა ქედის მუნიციპალიტეტმა, ვადები დაარღვია და დოკუმენტი ერთი თვის შემდეგაც არ მოგვაწოდა.