პრეზიდენტმა 170  მსჯავრდებული შეიწყალა

06 ივლისი 2017, 00:00 1986 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით შეწყალებულთაგან 9 ქალია. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ 120 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, დანარჩენს კი სასჯელი შეუმცირდებათ. შეწყალების კომისიამ სულ ათას 73 პირის საქმე განიხილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი