საგამოძიებო უწყებამ დღეს კობა ბაკურიძის ძმა გამოკითხა. თამაზ ბაკურიძის განცხადებით, მან სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ვერსიებთან დაკავშირებით, რომელიც თვითმხილველებისგან მიიღო. მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა, ამასთან თამაზ ბაკურიძის მტკიცებით, ჯერ არ უპოვიათ პირადი ნივთების ნაწილი. ოჯახი გამოძიებისგან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს. სპორტსმენი ბოლოს 3 ივლისს სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ ნახეს, მას შემდეგ მას მაშველები ზღვაში ეძებენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.