ახალი ავიარეისი ყაზახეთიდან

06 ივნისი 2016, 00:00 4983 ნახვა

პირველი ავიარეისი ყაზახეთიდან-ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ბოინგ 737-ის ტიპის ხომალდი პირველის 5 წუთზე დაეშვა. რეისი “აქტაუ-ბათუმი” ყაზახურმა ავიაკომპანია “სკატ აირლაინსმა” შეასრულა. დღეიდან ფრენები ყაზახეთის მიმართულებით კვირაში ორჯერ, პარასკევსა და კვირას შესრულდება. პირველი რეისით რეგიონს ყაზახური მედიის წარმომადგენლები ესტუმრენ, ჟურნალისტები აჭარაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან და რეგიონზე საინფორმაციო ხასიათის სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში