ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია სოფო ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.