სინოპტიკოსების პროგნოზი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

03 ივლისი 2017, 00:00 5695 ნახვა

სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ. სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასები გამო, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 35 - 37 გრადუსს მიაღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიან პროგნოზების განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 5 ივლისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. 

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს: "სახლში სიგრილე შეინარჩუნეთ, თავი აარიდეთ სიცხეს, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლისა და ტკბილი სასმელებისა. " ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო, გამოძახებების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი