ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

03 ივლისი 2017, 00:00 4424 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.  პირველ სესიაზე  900 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული,  24   მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა.

ბათუმის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განცხადებით, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა. მანუჩარ ლორიას თქმით პროცესი მშვიდ გარემოში, ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ორი დღე დაეთმობა. აბიტურიენტებს დავალებების შესასრულებლად 4 საათი აქვთ.  

ბათუმის პარალელურად ერთიანი ეროვნული გამოცდები  ხულოს საგამოცდო ცენტრშიც მიმდინარეობს. რეგისტრირებული 106 აბიტურიენტიდან სესიაზე მხოლოდ ორი მათგანი არ გამოცხადდა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ორი დღე დაეთმობა. ხულოს საგამოცდო ცენტრში  220 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ბათუმის საგამოცდო ცენტრში  3 ათას 600 მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდა ნახევრად ელექტრონული ფორმატით ტარდება. ტესტები კომპიუტერის ეკრანზე იქნება მოცემული, აბიტურიენტები კი პასუხების ფურცელზე  იმუშავებენ.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში