ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს 10 მოწმის დაკითხვა იგეგმება. მოწმის სახით დაიკითხა, ადვოკატი ლილი გელაშვილი, რომელსაც ირაკლი მამალაძემ, ირმა ჭკადუასთან ერთად, „ციანიდის საქმეზე“ პირველად მიმართა.
ლილი გელაშვილი საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი მოწმეა.ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში ირაკლი ფირცხალავაც დაიკითხება. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა.