მედია - ტური ჟურნალისტებისთვის. რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ “ინტელექტი”-ს მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიში მოისმინეს.
ერთ-ერთი პროექტი - „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარაში“ ორგანიზაციამ 2 წლის წინა დაიწყო და ეკომიგრანტთა და შრომით მიგრანტთა დახმარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, 19 მცირე ბიზნესპროექტი და ორი სოციალური საწარმო დაფინანსდა. პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამით 127-მა სტუდენტმა ისარგებლა, იურიდიული კონსულტაცია კი 200-მდე პირმა გაიარა. მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტები აჭარის სხვადახვა მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი მუშაობის პრინციპს გაეცნენ.