„შეუერთდით რბოლას, რათა მსოფლიო გახდეს უკეთესი“- აქციის ფარგლებში სტუდენტებმა და გარემოს დამცველებმა ადლიის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ლაშქრობა მტირალას ეროვნულ პარკში სტუდენტებისთვის და სხვა აქტივობები. 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 1971 წელს გამოაცხადა.