საპროტესტო აქცია ქობულეთში

04 ივნისი 2016, 00:00 3582 ნახვა

ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები 380 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. საუბარია სანაპირო ზოლის მიმდებარე მონაკვეთზე. ადგილობრივების თქმით , აქ 60-იან წლებში ჯინჭარაძეების ოჯახი ცხოვრობდა, სახლს ხშირად ზღვა ტბორავდა, რის გამოც ისინი საბჭოთა ხელისუფლებამ  ალტერნატიული საცხოვრებლით დააკმაყოფილა. თუმცა მათ 2004 წელს სახელმწიფოსთვის გადაცემული ტერიტორია დაიბრუნეს და რამდენჯერმე გაასხვისდა. მოსახლეობა ამბობს,  რომ ახალი მესაკუთრე ამ ადგილას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან.  აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესწრებოდა.  ადგილობრივებს  ქობულეთის გამგებელი შეხვდა.  სულხან ევგენიძე მოსახლეობის პრეტენზიებს  იზიარებს და ტერიტორის ამჟამინდელ მფლობელთან მოლაპარაკებებს გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში