სიმბოლური აქცია - პერფორმანსი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში. „ზებრა“ – გადასასვლელთან, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა შუქნიშნის საშუალებით არ რეგულირდება, ფორტეპიანო დაიდგა.
აქციის იდეის თანახმად, ფორტეპიანო და მისი კლავიატურა სიმბოლურად „ზებრა“- გადასასვლელს ასახავდა. აქციას სხვადასხვა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და გამვლელები შეუერთდნენ.