„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“

10 სექტემბერი 2025, 20:02 114 ნახვა

ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში ხულოს დრამატულ თეატრში დღე გაგრძელდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თეატრის სპექტაკლით ,,ბამბაზიის სამოთხე  " რომელიც ქართველებისა და აფხაზი ხალხის ისტორიულ კონფლიქტს ასახავს.

შემდეგ მაყურებელმა მონაწილეობა მიიღო ვორქშოფში თემაზე ,,მსახიობი და მისი შინაგანი ენერგია", რომელსაც ქართველი მომხსენებელი წარმართავდა.

 დღის პროგრამას, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის წარმოდგენით ,,დოდოს მოლოფინში" დაასრულებს, რომელიც ქართველი მწერლისა და დრამატურგის დათო ტურაშვილის პიესაა. ფესტივალი ხულოᲨი ხვალ დასრულდება.   

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი