მეტი მაჟორიტარი ქობულეთის საკრებულოში- დაგეგმილი  ცვლილება

15 ივნისი 2017, 00:00 2961 ნახვა

 “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები პრალამენტმა დღეს პირველი  მოსმენით დაამტკიცა, პროექტის მიხედვით 12-ის ნაცვლად ქვეყანაში 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება. ამის პარალელურად გაჩნდა მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელსაც სავარაუდოდ დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ცვლილება ამავე კოდექსს ეხება, ამჯერად ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულობას დეპუტატების რაოდენობასთან, რაც ოლქების საზღვრების შეცვლითაა გამოწვეული. ინიციატივის თანახმად საკრებულოებში ჯამში 78-ით მეტი დეპუტატის ადგილი გაჩნდება, დამტკიცების შემთხვევაში 2 მაჟორიტარის ადგილი დაემატება ქობულეთის საკრებულოსაც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი