ვიზიტორთა ბაზრის კვლევა

03 ივნისი 2016, 00:00 4774 ნახვა

რა სურთ ტურისტებს აჭარაში, ვინ და რატომ ჩამოდის შავიზღვისპირა რეგიონში. კვლევა ამ და სხვა მიმართულებით ტურიზმის დეპარტამენტმა ჩაატარა. გამოიკითხა უცხოელი ტურისტები 2015 წლის აგვისტო-სექტებმერსა და ოქტომბერ-ნოემბერში. როგორც ირკვევა ტურისტები აჭარაში საკმაოდ მცირე ხნით - ძირითადად 4 დღით რჩებიან და მათი უმრავლესობა რეგიონში სახმელეთო ტრანსპორტით და წინასწარი ჯავშნის გარეშე ჩამოდის. ის რაც აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ და კვლევაშიც მაღალი პროცენტით გამოისახა სამზარეულო, კულტურა და ბუნებაა. რაც ეხება პრეტენზიებს- არ მოსწონთ მომსახურების დონე და ფასები, ინფრასტრუქტურა და დანაგვიანებული სანაპირო ზოლი, ასევე მნიშვნელოვან პრობლემად გიდების მომზადება და სატრანსპორტო მოძრაობის წესები დაასახელეს. კვლევის შედეგები ტურიზმის დეპარტამენტმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ტურისტული ობიექტების წარმოადგენლებს გააცნეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში