30 ადამიანი დაშავდა ლონდონის დასავლეთ ნაწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ისინი ქალაქის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ბრიტანეთის დედაქალაქში 200 მეხანძრე ამ დრომდე ებრძვის ცეცხლს. ხანძარი 27 სართულიან საცხოვრებელ სახლს გამთენიისას გაუჩნდა. შენობა მნიშვნელოვნად დაზიანებულია. არსებობს კონსტრუქციის ჩამონგრევის საფრთხე.
1974 წელს აშენებულ სახლში 120 ბინაა. ალმოკიდებული სახლიდან მობინადრეების ევაკუაცია დაგვიანდა. თვითმხილველთა განცხადებით, ბევრი ფანჯრიდან ხტებოდა. ევაკუაციის დროს 13 წლის გოგონა დაიკარგა. მშობლები მას სოციალური ქსელით ეძებენ. წინასწარი ვერსიით, ხანძარი შენობის მეოთხე სართულზე მაცივრის აფეთების შედეგად გაჩნდა.