უამინდობის შედეგები

11 ივნისი 2017, 00:00 2100 ნახვა

დედაქალაქის ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თბილისში რამდენიმე რაიონი დაიტბორა. მოსახლეობას ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. სტიქიამ დააზარალა რეგიონებიც.

ხაშურის რაიონში სტიქიას 43 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. უხვი ნალექის შედეგად სურამში, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ხაშურის რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა კი სამი სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა. სტიქიის გამო ელექტროენერგია გაითიშა იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, ასევე მცხეთა-მთიანეთში.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სავარგულები გაანადგურა. მოსახლეობას შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი დაეხოცა. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები გაგრძელდება, თუმცა ძლიერი წვიმის საშიშროება არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი