აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თეთროსანი-ხუცუბნის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ერტედე“ ასრულებს და მის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 839 880 ლარია გათვალისწინებული. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით სამუშაოები 2 დღეში დასრულდება.