გაყიდული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მოუვლელია

06 ივნისი 2017, 00:00 3318 ნახვა

6 წლის წინ გაყიდული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და 4-ჯერ წარდგენილი პროექტი, რომელიც ხარვეზების გამო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არ დაამტკიცა. კომპანია “ჟასმინმა” შენობა 2011 წელს მილიონ დოლარად, სასტუმროს მშენებლობისთვის, იყიდა.

შენობა მოუვლელია, ოთახებში წყალი ჩადის, ბალახი კი ფანჯრებიდანაც მარტივადაა შესამჩნევი. მოკლედ, კულტურული  მემკვიდრეობის სააგენტო პროექტს იწუნებს, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას აჯარიმებს, მესამე სექტორი კი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის იერსახის ცვლილებას აპროტესტებს – ჩიხში შესული საქმის დეტალებს მზია მართალიშვილი გაგვაცნობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი