საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმის კომენტირებისას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია იმ დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება, განვითარება და გაუმჯობესება, რომელსაც დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ქართველი ჟურნალისტები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩს ხვდებიან.