გურამ დოჩანაშვილის ლექცია

05 ივნისი 2017, 00:00 2674 ნახვა

“საუბარი ლიტერატურაზე” - გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა დღეს ხელოვნების უნივერსიტეტში. სიყვარული, სიკეთე და თავისუფლებისკენ სწრაფვა - თანამედროვე ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.

დოჩანაშვილის წიგნები არაერთ ენაზეა ნათარგმნი, მისი შემოქმედების საფუძველზე შექმნილია კინოფილმები და სპექტაკლები. არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორს სტუდენტებმა, ლექტორებმა და სხვა მოქალაქეებმა მოუსმინეს. გურამ დოჩანაშვილმა დღესვე სტუდენტებს ავტოგრაფები დაურიგა.

ამავე კატეგორიაში