შეზღუდვები გაზმომარაგებაში

03 ივნისი 2017, 00:00 10045 ნახვა

რამდენიმე საათია ბათუმის, ხელვაჩაურისა და სარფის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მიზეზი, როგორც “სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში” განმარტავენ, ავარიული გათიშვაა.

კომპანიის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის დროს ბაგრატიონის ქუჩაზე ქალაქის მკვებავი, ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც გაზის მიწოდება შეწყდა. “სოკარ ჯორჯია გაზის აჭარაში” აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დილის 9 საათიდან დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი