სპორტის გაკვეთილები საჯარო სკოლებში

30 მაისი 2017, 00:00 4371 ნახვა

სპორტის ნაკლებობა სკოლებში – დაახლოებით ასეთია აუდიტის სამსახურის დასკვნა. შემოწმების შემდეგ დაადგინეს, რომ აჭარაში სკოლები, სპორტის მიმართულებით, ინიციატივებით არ გამოირჩევიან. ინიციატივებს რომ თავი დავანებოთ, რეგიონში რამდენიმე სკოლას ინფრასტრუქტურის პრობლემა აქვს.

დარბაზის არარსებობის გამო, მაგალითად, კვაშტას სკოლაში ზაფხულობით მოსწავლეები ახლომდებარე მოედანზე ვარჯიშობენ, ზამთარში კი მხოლოდ ჭადრაკს თამაშობენ.

აუდიტის სამსახური სახელმწიფოს, მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით, სწორედ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მოედნების გამოყენებას ურჩევს. ეროვნული გეგმის მიხედვით, მე-10 კლასამდე მოსწავლეებს სპორტი კვირაში ორჯერ უტარდებათ.

როგორ და რას ასწავლიან სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ გაკვეთილებზე? 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი