მეწყერმა შუახევში 20 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა

29 მაისი 2017, 00:00 3026 ნახვა

ორჯერ განსახლებული ორი ოჯახი – შუახევში, შუბნის თემში, მეწყერს ვერ აჩერებენ. პროცესი დღეს დილით გააქტიურდა, რის გამოც საფრთხე, დაახლოებით, 10 ოჯახს შეექმნა.

ჩახერგილია გზა. გამგეობა ალტერნატიული სამანქანე გზის გაკეთებას არ გამორიცხავს. აქ მცხოვრები 7  ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს განსახლების პროგრამით სარგებლობს,  მთავრობამ თითოეულ ოჯახს 25 ათას ლარად სახლი უკვე უყიდა, თუმცა, ისინი, წლის განმავლობაში რამდენიმე თვე კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. დღეს,   პროგრამით მოსარგებლე 2 ოჯახი, უსაფრთხო ადგილზე, მეორედ გადაიყვანეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი