ბავშვთა ზრუნვის ანგარიში

01 ივნისი 2016, 00:00 4283 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრო 6-დან 23 თვის ასაკის სოციალურად დაუცველ ბავშვებს 15-კომპონენტიანი ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატით უზრუნველყოფს. ასევე, დაინერგება ახალი მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მშობლები პროფილაქტიკური აცრების შესახებ ინფორმაციას მობილური ტელეფონის მეშვეობით მიიღებენ. ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად წარადგინა. უწყებების პრიორიტეტები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დაცვა და მხარდაჭერაა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში