განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო შსს-ს, პირადად მინისტრს, უკლებლივ ყველა სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც გუშინ მოქმედებდა უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, შსს-მ უმაღლეს დონეზე, მაღალი სტანდარტებით ჩაატარა სპეცოპერაცია და გაანეიტრალა კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლის მცდელობა.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შსს-ს, პირადად მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სპეცრაზმის ხელმძღვანელს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, უკლებლივ ყველა სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც გუშინ მოქმედებდა უმაღლეს დონეზე.
თქვენ ნახეთ, რომ შსს-მ უმაღლეს დონეზე, მაღალი სტანდარტებით ჩაატარა იუველირული სპეცოპერაცია, რითაც განეიტრალდა კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლის მცდელობა. ამისათვის, რა თქმა უნდა, შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა.
მოვუწოდებ მაგალითად, ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს მაგალითი აიღონ შსს-დან მისი გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება“, - განაცხადა კობახიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე