შუახევში, თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური არჩევანი 9 ათას 146 მოქალაქემ გააკეთა , რაც საერთო ამომრჩევლის 63,43 პროცენტს შეადგენს. როგორც შუახევის # 82 საოლქო საარჩევნო კომისიაში გვეუბნებიან არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და საჩივრები არ დაწერილა. მუნიციპალიტეტში გახსნილი იყო 48 უბანი, 28 უბანზე კვლავ ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესები, ხოლო დარჩენილ უბნებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მუნიციპალიტეტის მერობისთვის 2 კანდიდატი იბრძოდა ხმები კი ასე გადანაწილდა . პირველადი შედეგებით ომარ ტაკიძემ ხმათა 89, 7 პროცენტი აიღო . ხოლო ნათია მგელაძემ - 10, 23 %
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე