64-ე მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვულოცავ, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ბათუმელებს - გიორგი ცინცაძე

04 ოქტომბერი 2025, 20:57 398 ნახვა

"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივულოცო 64-ე მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის ყველა წევრს ეს გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ჩვენს ბათუმელებს, რომლებიც მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ნდობა გამომიცხადეს. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი შტაბის და ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს დაუღალავი შრომისთვის. როგორც ადრე აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენი ქალაქის მშვიდობიანი შენარჩუნება არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ,“ - აცხადებს გიორგი ცინცაძე.

გიორგი ცინცაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა  [ოპოზიციამ] რადიკალური გზა აირჩია, უარი თქვა ყველაზე დემოკრატიულ პროცესზე, რომელსაც არჩევნები ჰქვია.
 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე