ძალადობის შემთხვევაში მიიღებენ მკაცრ პასუხს, ძალადობა უპასუხოდ ვერ დარჩება - ირაკლი კობახიძე

04 ოქტომბერი 2025, 19:02 101 ნახვა

ძალადობის შემთხვევაში მიიღებენ კანონის მიერ მკაცრ პასუხს, პროპორციულს, მაგრამ მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ძალადობა უპასუხოდ ვერ დარჩება.

„ორი თეორიული სცენარი არსებობს, რომ არ ვიმარჩიელოთ, ერთია, როცა შეკრება მშვიდობიანად იმართება, ასეთ შემთხვევაში მარტივად შეიკრიბებიან და დაიშლებიან, მეორე თეორიული სცენარია, როცა ისინი ძალადობაზე გადადიან, კონკრეტულ ადმინისტრაციულ შენობაზე შტურმის განხორციელებას ცდილობენ, ძალადობას პოლიციელებზე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ისინი მიიღებენ კანონის მიერ მკაცრ პასუხს – პროპორციულს, მაგრამ მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ძალადობა უპასუხოდ ვერ დარჩება“, – განაცხადა კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე