ხედავთ, როგორია რაოდენობა. ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში ტრაგიკული მდგომარეობაა.
„ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია, გავაკეთო. თქვენც შეგიძლიათ, ნახოთ კადრები. მაგალითად, ნახეთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია. ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი ჩანს თვალით და თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაშია. არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია, რომელიც დაანონსდა. გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე