რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. მარში, თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყო. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე შეიკრიბა. შეკრების მთავარი ადგილი კი თავისუფლების მოედანია.
რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“, პაატა ბურჭულაძის ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
აქცია ოთხზე იყო დაანონსებული. პაატა ბურჭულაძემ დღეისთვის დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო კომიტეტიც წარადგინა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე