თვითმმართველობის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. საქართველოში იმყოფებიან დამკვირვებლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები. მათი განცხადებით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს,ხოლო ორგანიზების საკითხი ძალიან მაღალ დონეზეა
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე