ვფიქრობ, ყველაფერი კარგად, დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, სიმშვიდეა, ზოგიერთი თქვენი პრაქტიკის აშშ-ში გადატანაც შეგიძლიათ - დამკვირვებელი ჯეიკ ჰოფმანი

04 ოქტომბერი 2025, 12:27 108 ნახვა

ვფიქრობ, ყველაფერი კარგად, დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, სიმშვიდეა, ზოგიერთი თქვენი პრაქტიკის აშშ-ში გადატანაც შეგიძლიათ, – ამის შესახებ ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა, ჯეიკ ჰოფმანმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

მისივე შეფასებით, იმ უბნებზე, რომლებიც თავად მოინახულა, ყველაფერი უსაფრთხოდ მიმდინარეობს.

„ჩვენ ორ სხვადასხვა ქალაქში, ხუთ თუ ექვს სხვადასხვა უბანზე ვიყავით. რასაც ვაკვირდები ყველაფერი კარგად გამოიყურება, გარეთ სიმშვიდეა, არავითარი პროტესტი ან დაბრკოლება. პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. გუშინ ვთქვი, რომ ზოგიერთი თქვენი პრაქტიკის შეერთებულ შტატებში გადატანაც შეგიძლიათ, მაგალითად, კალიფორნიაში. ვხედავ, რომ თქვენ ამოწმებთ პირადობებს აქ, მარკირებას, იღებთ ფოტოს გამოსახულებიან ფურცელს და გაქვთ ძალიან უსაფრთხო ფორმები ხმის მიცემისთვის. ამერიკაში ზოგიერთ შტატში ასე არაა, საკმაოდ საინტერესო შედარებაა.

 

კარგია, რომ კომბინირებულად არის ელექტრონული და ქაღალდის ბიულეტენის სისტემა. ელექტრონული სისტემა აიოლებს დათვლის პროცესს და უფრო სწრაფად იღებთ შედეგებს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად და დაუბრკოლებლად და პროფესიონალურად მიმდინარეობს, ჯერჯერობით რაც ვნახე, ყველაფერი უსაფრთხოდ მიმდინარეობს იმ უბნებზე, რომლებიც მოვინახულეთ“, – განაცხადა ჯეიკ ჰოფმანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე