''ქართული ოცნების'' ქედისა და შუახევის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

04 ოქტომბერი 2025, 11:05 210 ნახვა

''ქართული ოცნების'' ქედის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი სოფელ მერისში დააფიქსირა. მამუკა თურმანიძის თქმით, არჩევანი მოქალაქეების სასარგებლოდ, ქედის მუნიციპალიტეტის უკეთეს განვითარებას და მშვიდობას მისცა. კანდიდატმა ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

საკუთარი პოლიტიკური არჩევანი სოფელ აქუცაში დააფიქსირა "ლელო ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმაც.  # 5 უბანზე რამაზ დავითაძემ ხმა ცვლილებებს მისცა.

კანდიდატის თქმით, არჩევნების შემდეგ საქმიანობას ადგილობრივების პრობლემების მოგვარებით დაიწყებს.

შუახევის №1 საარჩევნო უბანზე ხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ომარ ტაკიძემ უკვე დააფიქსირა. მერობის კანდიდატის  განცხადებით არჩევანი მშვიდობასა და კეთილდღეობაზე გააკეთა.

ომარ ტაკიძე შუახევის მერობაზე უკვე მეორედ იყრის კენჭს.

დღეს შუახევში მერთან ერთად უნდა აირჩიონ 9 მაჟორიტარი. საოლქოში 5 პარტიაა რეგისტრირებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე