საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე 3 საათია მიმდინარეობს

04 ოქტომბერი 2025, 11:02 175 ნახვა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე 3 საათია მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ  513 ათას 818-ს შეადგენს.  არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პირველად ექნება 47 ათასამდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინისტრაციას 60 ათას 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია, რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი – 160 კანდიდატი. დედაქალაქში სულ მილიონ 43 ათას 482- ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე