14 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული შუახევში, ამ წუთებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. #82-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ყველა უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
შუახევში 48 საარჩევნო უბანია , აქედან 29 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ტრადიციულად მიმდინარეობს , ხოლო დარჩენილ 19 უბანზე ელექტრონულად. რაც შეეხება გადასატან ყუთს , 500 ზე მეტი ამომრჩეველი საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთებს , ხოლო სპეციალურ სიაში 100- მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დღეს ამომრჩევლებმა არჩევანი მერობის 2 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ და ასევე აირჩიონ საკრებულოს 9 მაჟორიტარი წევრი. შუახევში თვითმმართველობის არჩევნებში 5 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე
