რაჭის ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები

03 ოქტომბერი 2025, 11:52 78 ნახვა

რაჭაში ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

დემარკაციის შედეგად დაზუსტდება დაცული ტერიტორიების საზღვრები, განისაზღვრება საზღვრებში მოხვედრილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტები.

საზღვრების დადგენა ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.

აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ხორციელდება ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ.

რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 50 835 ჰექტარია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე