დღეს 4 ოქტომბერია, არჩევნები. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის მერის მორიგ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან, მათ შორის, ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთი და მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.
საარჩევნო პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტში მერობისთვის 17 კანდიდატი იბრძვის, ბათუმში კი მერობის სურვილი 5 კანდიდატს აქვს, ჯამში ბათუში 89 საარჩევნო უბანია გახსნილი სადაც ამომრჩევლები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებენ საკუთარ არჩევანს, 1 კი სპეც უბანია რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი.
ჩვენი ჟურნალისტები და ოპერატორები იმყოფებიან აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტში, დედაქალაქში, და საათში ერთხელ მოგვაწვდიან განახლებულ და სრულყოფილ ინფორმაციას თუ რა ხდება საარჩევნო უბნებზე, როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი, ასევე შეჯამდება ამომრჩეველთა აქტივობა დღის განმავლობაში, რომლის შესახებ ინფორმაციასაც ცესკო გაავრცელებს
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე