საპროტესტო გამოსვლები თურქეთში

02 ოქტომბერი 2025, 09:51 134 ნახვა

თურქეთში ასობით დემონსტრანტმა ისრაელის მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავება გააპროტესტა, მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელებს და დაგმო ისრაელის ქმედებები.

სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან მომიტინგეები სკანდირებდნენ ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს და მოუწოდებდნენ თურქეთის მთავრობას, მიეღო უფრო მკაცრი ზომები ფლოტილიის დასაცავად.  ეგრეთწოდებული „გლობალური სუმუდის“ ფლოტილია 40-ზე მეტი სამოქალაქო ნავისგან შედგებოდა, რომლებზეც 500 პარლამენტარი, იურისტი და აქტივისტი იმყოფებოდა.

ისრაელის მხრიდან უკან დახევის შესახებ განმეორებითი გაფრთხილების მიუხედავად, ფლოტილია შეეცადა  ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადის გარღვევას მედიკამენტებითა და საკვებით.

ფლოტილიის  გემები ისრაელმა ოთხშაბათს დააკავა და ისრაელის პორტში გადაიყვანა. საპროტესტო აქციები გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, კოლუმბიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე