ბომბარდირის სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

02 ოქტომბერი 2025, 09:55 132 ნახვა

გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა, მისი „ვილიარეალმა“ კი „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.  საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა. მან მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა და ტურნირზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„იუვენტუსმა“ 49-ე წუთზე ფედერიკო გატის გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შვიდ წუთში ფრანცისკო კონსეისაუმ იტალიური გუნდი წინ გაიყვანა.

მიუხედავად ამისა, 90-ე წუთზე რენატო ვეიგამ შეძლო გოლის გატანა და ესპანელებს ქულა მოუტანა.

ორი ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ქულა აქვს. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: არსენალი - ოლიმპიაკოსი 2:0; ბარსელონა - პარი სენჟერმენი 1:2; დორტმუნდი - ბილბაო 4:1; ლევერკუზენი - ეინდჰოვენი 1:1; მონაკო - მანჩესტერ სიტი 2:2; ნაპოლი - სპორტინგი 2:1; როიალ უნიონი - ნიუკასლი 0:4; ყარაბაღი - კოპენჰაგენი 2:0.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე