ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს გამოეთიშა

02 ოქტომბერი 2025, 09:13 107 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის 1000-ქულიანი მასტერსზე ხორვატ მარინ ჩილიჩთან ორ სეტში, 3:6, 5:7 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. მატჩის მანძილზე მსოფლიოს ყოფილმა მესამე ნომერმა, მარინ ჩილიჩმა 17 ეისი შეასრულა და ბასილაშვილზე ნაკლები შეცდომა დაუშვა.

ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 104-ე ადგილს იკავებს, თუმცა შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ მომავალი კვირიდან რეიტინგში დაწინაურდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე