4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, აცხადებს, რომ 4 ოქტომბერი მათთვის მხოლოდ არჩევნების დღეა, რასაც არ ეთანხმება აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პარტია. აქ აცხადებენ, რომ რეალურად ოპოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დაგეგმილ აქციაზე პასუხისმგებლობა ორგანიზატორებთან ერთად ევროპელმა ლიდერებმაც უნდა აიღონ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე